ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კამპანია "აჩუქე წიგნის" ფარგლებში 107-ე საჯარო სკოლას წიგნები გადასცა
 05/04/2023

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ლილოს დასახლებას ესტუმრნენ და კამპანია #აჩუქეწიგნი -ს ფარგლებში 107-ე საჯარო სკოლას 100 ახალი წიგნი გადასცეს საჩუქრად.  

სკოლაში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ადამიანის კოჭლობა და ფერისცვალების ძალა - იაკობი, ქრისტე, კრიშნა, არჯუნა, ამირანი, ალუდა ქეთელაური, მოლა ნასრედინი, ტომას სატპენი, რემედიოსი".

კამპანია "აჩუქე წიგნი" გრძელდება და მის ფარგლებში არაერთი მსგავსი ღონისძიებაა დაგეგმილი.